ლაუდრუპმა "მალიორკა" დატოვა

AutoSharing Option
"მალიორკას" მთავარმა მწვრთნელმა მიქაელ ლაუდრუპმა პოსტი დატოვა. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი კლუბის მეპატრონესთან ლორენცო სერა ფერერისთან ცუდი ურთიერთობა ყოფილა.

ფერერიმ ადრე ლაუდრუპის ერთ-ერთ ასისტენტს კლუბიდან წასვლა აიძულა. ასევე დანიელი სპეციალისტი ფერერის სატრანსფერო პოლიტიკით იყო უკმაყოფილო.

"მალიორკაში" ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას სერა ფერერი ინებებს", - განაცხადა ლაუდრუპმა.

47 წლის მწვრთნელი "მალიორკაში" 2010 წლის ივლისში მივიდა. მისი კონტრაქტის ვადა კლუბთან სეზონის ბოლოს იწურებოდა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული