გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ეს ჯგუფური ეტაპის ბარიერის გადალახვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"გუნდი მოედანზე გასამარჯვებლად გამოვა. საყაიმო შედეგით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ, სხვაგვარად ჯგუფიდან გასვლის საკითხის ბოლო მატჩში გადაწყვეტა მოგვიწევს.
რაც შეეხება მეტოქეს, ის შესანიშნავი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა და პერსონალურ დაცვას კარგად თამაშობს. ბელორუსები "მეორე სართულზე" თამაშშიც ძლიერები არიან. ისე უნდა შევუტიოთ, რომ მასპინძლების სახიფათო კონტრშეტევები ავირიდოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით