კასილიასი რონალდოსთან კონფლიქტს უარყოფს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა იკერ კასილიასმა უარყო ინფორმაცია, თითქოს მას და რონალდოს "აიაქსთან" შეხვედრამდე ვარჯიშზე კონფლიქტი მოუვიდათ.

"რა კონფლიქტი? მე პროფესიონალი ვარ. ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრი ჭორი მსმენია, უკვე მივეჩვიე ამას და ყურადღებას აღარ ვაქცევ.

თუ ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ჩემსა და რონალდოს შორის უთანხმოებაა, მაშინ სად არის ამის ამსახველი სურათები ან სხვა რაიმე დამამტკიცებელი საბუთი?", - განაცხადა კასილიასმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული