პუიოლმა შესაძლოა "სპორტინგთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა კარლეს პუიოლმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ბატესთან" შეხვედრაში ნეკნის ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაძლოა ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში "სპორტინგთან" მატჩი გამოტოვოს.

მიღებული ტრავმის გამო ესპანეთის ნაკრების მცველი მთელი კვირა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს, ხოლო "სპორტინგთან" შეხვედრაში მისი მონაწილეობის შესახებ, კვირას მატჩის დაწყებამდე გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "სპორტინგის" დაპირისპირება კვირას არის დაგეგმილი.

მომზადებულია L'Equipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული