შესაძლოა ბენზემამ "ესპანიოლთან" შეხვედრა გამოტოვოს
AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "აიაქსთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო.
შესაძლოა ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატში "ესპანიოლთან" მატჩში ვერ ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ ბენზემა "აიაქსთან" მატჩში 74 წუთზე შეცვალეს. "რეალისა" და "ესპანიოლის" შეხვედრა კატალონიაში 3 ოქტომბერს გაიმართება. მომზადებულია AS-ს მიხედვით