"მალიორკას" ნადალი გაწვრთნის

AutoSharing Option
შაბათს "ოსასუნასთან" მატჩში "მალიორკას" მიგელ ანხელ ნადალი გაიყვანს, ოთხშაბათიდან მოყოლებული მიქაელ ლაუდრუპისგან მიტოვებული ბალეარული კლუბი ნადალის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

ნადალი, რა თქმა უნდა, დროებითი თავკაცია, სანამ კლუბის ხელმძღვანელობა დანიელი სპეციალისტის შემცვლელს მოძებნის. "კლუბი ახალი მწვრთნელის ძიებაშია, რომელიც გუნდს ახალ სიმაღლეებზე გაიყვანს. როგორც კი ახალი მწვრთნელი დაინიშნება, მე მისი ერთ-ერთი ასისტენტი გავხდები", - განაცხადა ნადალმა.

მიგელ ანხელ ნადალი 45 წლისაა, "მალიორკას" ყოფილ ფეხბურთელს თამაშის სტილის გამო თავის დროზე "მხეცი" შეარქვეს. ის 1986 წლიდან 1991 წლამდე თამაშობდა ბალეარულ კლუბში, შემდეგ 8 წელიწადი "ბარსელონაში"
გაატარა და ისევ "მალიორკას" დაუბრუნდა, სადაც 2005 წელს ფეხბურთელის კარიერაც დაასრულა.

ნადალს შეეძლო თამაში, როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაში, ესპანეთის ნაკრებში მან 62 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან ესპანეთის ღირსება სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიცვა. ნადალი სამი სეზონის განმავლობაში ლაუდრუპის თანაგუნდელი იყო "ბარსელონაში", "მალიორკაში" კი ის სწორედ ლაუდრუპის შტაბში მუშაობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული