ნადალი, რა თქმა უნდა, დროებითი თავკაცია, სანამ კლუბის ხელმძღვანელობა დანიელი სპეციალისტის შემცვლელს მოძებნის. "კლუბი ახალი მწვრთნელის ძიებაშია, რომელიც გუნდს ახალ სიმაღლეებზე გაიყვანს. როგორც კი ახალი მწვრთნელი დაინიშნება, მე მისი ერთ-ერთი ასისტენტი გავხდები", - განაცხადა ნადალმა.
მიგელ ანხელ ნადალი 45 წლისაა, "მალიორკას" ყოფილ ფეხბურთელს თამაშის სტილის გამო თავის დროზე "მხეცი" შეარქვეს. ის 1986 წლიდან 1991 წლამდე თამაშობდა ბალეარულ კლუბში, შემდეგ 8 წელიწადი "ბარსელონაში"
ნადალს შეეძლო თამაში, როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაში, ესპანეთის ნაკრებში მან 62 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან ესპანეთის ღირსება სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიცვა. ნადალი სამი სეზონის განმავლობაში ლაუდრუპის თანაგუნდელი იყო "ბარსელონაში", "მალიორკაში" კი ის სწორედ ლაუდრუპის შტაბში მუშაობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"