არბელოა: მედია "რეალის" მიმართ უსამართლოა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა არბელოამ ესპანური მედია გააკრიტიკა. ფეხბურთელის თქმით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გუნდში შექმნილ ვითარებას ყოველთვის ობიექტურად ვერ აფასებენ.

"ესპანეთში მედიაში უამრავი ადამიანია დასაქმებული. არიან მედიის ისეთი წარმომადგენლები, რომლებმაც არასწორი გზა აირჩიეს. მათ შეუძლიათ დაწერონ, რომ ალბიოლის დაბადების დღეზე გრანერო იმიტომ არ მოვიწვიეთ, რომ მოურინიოსთან კარგი ურთიერთობა აქვს. შემდეგ კი ალბიოლის სახლიდან გამოსული გრანეროს ფოტოები ჩნდება.

ან წერენ, რომ კასილიასმა და რონალდომ იდავეს. ცუდი თამაშის გამო კრიტიკა მისაღებია, მაგრამ მასმედია ხშირად "რეალის" მიმართ უსამართლოა", - განაცხადა არბელოამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული