დებიუტანტი ერთია - ხორდი ალბა

AutoSharing Option
გუშინ ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრების ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც ევრო-2012-ის შესარჩევ ეტაპზე, ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებთან მატჩებში დაეყრდნობა. 7 ოქტომბერს "ფურია როხა" პრაღას ეწვევა, 11 ოქტომბერს კი, დასკვნით მატჩში, მსოფლიოს ჩემპიონი ალიკანტეში უმასპინძლებს ბრიტანულ გუნდს. შემადგენლობაში 23 ფეხბურთელია და მხოლოდ ერთია დებიუტანტი - ხორდი ალბა.

დელ ბოსკე ჯერაც ხოან კაპდევილას შემცვლელის ძიებაშია, ახლა ყურადღება მან "ვალენსიას" მარცხენაფლანგელს მიაქცია - თუმცა უნდა ითქვას, რომ ალბა "ვალენსიაში" უფრო შემტევი ფლანგელია. ბევრს ეგონა, რადგან ესპანეთის ნაკრებმა უკვე მოიპოვა პოლონეთ-უკრაინის საგზური,
მწვრთნელი გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართავდა, მაგრამ ალბას დაძახებას თუ არ ჩავთვლით, მსგავსი არაფერი მომხდარა.

ხორდი ალბა 22 წლის კატალონიელია და "ბარსელონას" აღზრდილია. 2006 წლიდან ის "ვალენსიაშია", ლა ლიგაში დებიუტი კი 2009 წელს ჰქონდა.

მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), პეპე რეინა (ლივერპული), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა).
მცველები: სერხიო რამოსი, ალვარო არბელოა, რაულ ალბიოლი (ყველა რეალი), კარლეს პუიოლი, ჟერარდ პიკე (ყველა ბარსელონა), ხორდი ალბა (ვალენსია).
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, სესკ ფაბრეგასი, ჩავი ერნანდესი, ტიაგო ალკანტარა (ყველა ბარსელონა), ჩაბი ალონსო (რეალი), ხავი მარტინესი (ბილბაო), სანტი კასორლა (მალაგა).
თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი, დავიდ ვილია (ყველა ბარსელონა), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ფერნანდო ტორესი (ჩელსი), ალვარო ნეგრედო (სევილია), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), ხუან მატა (ჩელსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული