დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრების განაცხადი გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ გუნდში გამოძახებულთა სია გამოაქვეყნა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მატჩებს ჩეხეთთან და შოტლანდიასთან გამართვას.

23 ფეხბურთელისგან შემდგარი განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: იკერ კასილასი ("რეალი"), პეპე რეინა ("ლივერპული"), ვიქტორ ვალდეს ("ბარსელონა")
მცველები: სერხიო რამოსი, ალვარო არბელოა (ორივე "რეალი"), კარლეს პუიოლი, ხერარდ პიკე (ორივე "ბარსელონა"), რაულ ალბიოლი ("რეალი")
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი ("ბარსელონა"), ხაბი ალონსო ("რეალი"), სესკ ფაბრეგასი, პედრო როდრიგესი (ორივე "ბარსელონა"), სანტი კაზორლა ("მალაგა"), ხუან მანუელ მატა ("ჩელსი"), ხავი მარტინესი ("ბილბაო"), დავიდ სილვა ("მაჩესტერ სიტი"), ჩავი, ტიაგო ალკანტარა
(ორივე "ბარსელონა")
თავდამსხმელები: ფერნანდო ტორესი ("ჩელსი"), დავიდ ვილია ("ბარსელონა") ალვარო ნეგრედო ("სევილია") ფერნანდო ლიორენტე ("ბილბაო")

ვისენტე დელ ბოსკეს განაცხადში ვერ მოხვდა "ვალენსიას" ფორვარდი რობერტო სოლდადო, რომელმაც 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. ესპანეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში სოლდადო მესამე ადგილზეა მესისა და რონალდოს შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების მატჩები ჩეხეთთან და შოტლანდიასთან 7 და 11 ოქტომბერს გაიმართება. დელ ბოსკეს შეგირდებს ევრო-2012-ზე გასვლა უკვე განაღდებული აქვთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული