მოურინიომ კატალონიურ ენაზე დასმულ შეკითხვას არ უპასუხა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ესპანიოლთან" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც კატალონიურ ენაზე იყო დასმული, არ უპასუხა.

კატალონიის რადიოს რეპორტიორმა პორტუგალიელ სპეციალისტს ჰკითხა, ნამდვილად იმსახურებდა თუ არა "რეალი" იმ შეხვედრაში დიდი ანგარიშით მოგებას. მოურინიომ ჟურნალისტს კითხვის ესპანურ ენაზე გამეორება სთხოვა.

"სამეფო კლუბის" თავკაცის თქმით, უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუ "რეალი" "ესპანიოლთან" მატჩს ანგარიშით 2:0 მოიგებდა, თუმცა დასძინა, რომ მისთვის მთავარი სამი ქულაა და ანგარიშს მნიშვნელობა არ აქვს.

იქამდე მოურინიომ Sky Sports-ის რეპორტიორის მიერ ინგლისურ ენაზე დასმულ შეკითხვას ინგლისურადვე გასცა პასუხი.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული