"პიჩიჩის" პრიზი, რომელიც სეზონის საუკეთესო ბომბარდირს ეკუთვნის კრიშტიანო რონალდომ მიიღო, რომელმაც გასულ სეზონში 40 გოლი გაიტანა ("მარკა" ჯიუტად 41-ს უთვლის).
ზამორას ტროფეი, რომელიც საუკეთესო მეკარეს ენიჭება ვიქტორ ვალდესმა მიიღო.
საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული დი სტეფანოს ტროფეი ლეო მესიმ ჩაიბარა. მიგელ მუნიოსის სახელობის თასი კი - ჟოზე მოურინიომ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"