სალვიო ბენფიკაში გადადის

AutoSharing Option

ესპანური "მარკა" ამტკიცებს, რომ არგენტინელ ფორვარდ ედუარდო სალვიოს სულ რამდენიმე საათში ლისაბონის "ბენფიკაში" ვიხილავთ. სალვიო მადრიდულ გუნდთან ერთად უელვაში არ გაემგზავრა, მას პორტუგალიის დედაქალაქში ელიან. უელვაში "ატლეტიკო" "კოლომბინოს ტროფეიზე" მიიღებს მონაწილეობას... 20 წლის ფორვარდის გარეშე. "მარკას" ცნობით, კლუბებს საბოლოო შეთანხმებამდე სატრანსფერო თანხის ოდენობა აფერხებთ. სალვიოს იჯარით აყვანა რამდენიმე არგენტინულ კლუბს სურდა, თუმცა ისინი "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამ უარით გაისტუმრა.

თავად ფეხბურთელი კი დაბნეულია და ზუსტად არ იცის, რა ხდება მის თავს (ან ჯერ არ ახმოვანებს): "გამიგია, რომ ჩემით "ბენფიკაა" დაინტერესებული, მაგრამ არაფერი

კონკრეტული არ ვიცი. პირადად ჩემთან არავინ მოსულა. ჩემი აგენტი მადრიდშია კლუბთან მოსალაპარაკებლად და ამის მერე უკეთ გვეცოდინება დეტალები", - განუცხადა პორტუგალიურ "ა ბოლას" ედუარდო სალვიომ.
იანვარში სალვიო 10 მილიონ ევროდ გადავიდა "ლანუსიდან" "ატლეტიკოში". ეს ესპანეთის 2010 წლის ზამთრის სატრანსფერო სეზონის რეკორდია. ნახევარ სეზონში არგენტინელმა თავი ვერ გამოავლინა, "ატლეტიკოს" სასტარტოში მოხვედრა უჭირდა და 13 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. "ბენფიკა" კი ჩემპიონთა ლიგის წინ გაძლიერებას აპირებს. სალვიოს არგენტინის ნაკრებში 2 თამაში აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული