რონალდომ "ბარსელონას" დამარცხების პირობა დადო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ ოლიგოფრენიით (გონებრივი ჩამორჩენილობა) დაავადებული ადამიანების ცენტრს ეწვია.

მათ შორის "სამეფო კლუბის" ბევრი გულშემატკივარი აღმოჩნდა. ერთერთი მათგანი პორტუგალიელ ფეხბურთელს მიუახლოვდა, გადაეხვია და თქვა: "კრიშტიანუ, შენ მესიზე ძლიერი ხარ. მაგრამ მითხარი, ამ სეზონში "ბარსელონას" მოვუგებთ?" რაზეც რონალდომ უპასუხა: " ნუ ღელავ, მეგობარო, მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" აუცილებლად დავამარცხებთ".

პორტუგალიელს ამ ადამიანების ხელით დამზადებული საჩუქრები გადასცეს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული