ინიესტა "რასინგთან" ითამაშებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ფეხის ტრავმა მოიშუშა.

როგორც გაირკვა, ესპანელი ფეხბურთელი უკვე შეუდგა გუნდთან ერთად ვარჯიშს და ესპანეთის ჩემპიონატში "რასინგთან" შეხვედრისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, რომელიც ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში "მილანთან" შეხვედრაში მიიღო, ინიესტამ სამი კვირა გამოტოვა. "ბარსელონას" ტრავმირებულთა სიაში კვლავ რჩება ერიკ აბიდალი, სესკ ფაბრეგასი და ალექსის სანჩესი.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული