ნიკოლას იგუაინი: გონსალოს ოდესღაც დიდი საფრთხე ემუქრებოდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის გონსალო იგუაინის ძმამ ნიკოლასმა, ფეხბურთელის ცხოვრების ზოგიერთ ეპიზოდზე ისაუბრა.

ნიკოლას იგუაინის თქმით, მის ძმას ოდესღაც დიდი საფრთხე ემუქრებოდა.

"როდესაც გონსალო ათი თვის იყო, მენინგიტით დაავადდა. ექიმები 25 დღის განმავლობაში თავს დასტრიალებდნენ და მათი პროგნოზები არასაიმედო იყო. ერთხელაც მამა შინ მოვიდა და მოჰყვა, რაც ექიმებმა უთხრეს. მათი თქმით, იმის შესაძლებლობა, რომ გონსალო სულით ავადმყოფი გამხდარიყო, 50%-ს შეადგენდა. სიკვდილის შესაძლებლობა კი 45%-ს.

საბედნიეროდ ის გადარჩა, თუმცა მეორეს მხრივ, "რეალში" თამაში და ამდენი გოლის გატანა არცთუ ძალიან ნორმალურია", - განაცხადა
ნიკოლას იგუაინმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული