ნიკოლას იგუაინის თქმით, მის ძმას ოდესღაც დიდი საფრთხე ემუქრებოდა.
"როდესაც გონსალო ათი თვის იყო, მენინგიტით დაავადდა. ექიმები 25 დღის განმავლობაში თავს დასტრიალებდნენ და მათი პროგნოზები არასაიმედო იყო. ერთხელაც მამა შინ მოვიდა და მოჰყვა, რაც ექიმებმა უთხრეს. მათი თქმით, იმის შესაძლებლობა, რომ გონსალო სულით ავადმყოფი გამხდარიყო, 50%-ს შეადგენდა. სიკვდილის შესაძლებლობა კი 45%-ს.
საბედნიეროდ ის გადარჩა, თუმცა მეორეს მხრივ, "რეალში" თამაში და ამდენი გოლის გატანა არცთუ ძალიან ნორმალურია", - განაცხადა
მომზადებულია AS-ის მიხედვით