ნური შაჰინი გამოჯანმრთელდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა ნური შაჰინმა ტრავმა მოიშუშა, რის გამოც ფეხბურთელმა სეზონის სტარტი გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ შაჰინი "რეალში" ზაფხულში "დორტმუნდიდან" გადავიდა, თუმცა მუხლის ტრავმის გამო "სამეფო კლუბის" რიგებში ოფიციალური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

როგორც გაირკვა, ფეხბურთელი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და სადებიუტო მატჩში "რეალის" მაისურით მონაწილეობას სანაკრებო შეხვედრების შემდეგ მიიღებს.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული