ნილმარი ორ თვეს დაისვენებს

AutoSharing Option
"ვილიარეალის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნილმარმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა. ის არ ყოფილა ისეთი სირთულის, როგორიც წინა დღეს "ბარსელონას" ჰოლანდიელ ლეგიონერ იბრაჰიმ აფელაის გაუკეთეს. ასე რომ, ნილმარი მწყობრში 7 კვირაში ჩადგება. 27 წლის ნილმარს მცირე გამონაზარდი მოაშორეს მუხლში, რომელიც მას თამაშის საშუალებას არ აძლევდა.

ბრაზილიის ნაკრების წევრი გამოტოვებს პრიმერას და ჩემპიონთა ლიგის მატჩებს. მათ შორის, ისეთ დაპირისპირებებს, როგორც "რეალთან" თამაში ან "მანჩესტერ სიტისთან" გაჯიბრებაა.

ხუან კარლოს გარიდოს გუნდმა მოულოდნელად ცუდად დაიწყო ჩემპიონატი, სუსტად გამოდის ჩემპიონთა ლიგაზეც. ამის ერთ-ერთი მიზეზი ნილმარის სუსტი თამაშიც იყო,
რომელსაც ხელს ტრავმა უშლიდა. წლეულს ყველა ტურნირში ნილმარმა 8 მატჩში სულ 2 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული