ნეგრედო "სევილიაში" 2016-მდე

AutoSharing Option
"სევილიამ" თავისი საუკეთესო შემტევი დიდი ხნით დაიბევა - 26 წლის ალვარო ნეგრედომ ანდალუსიურ კლუბთან 2016 წლამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება.

წინა კონტრაქტს მხარეები კიდევ 2 დაამატეს, ახლა ალვაროს მსურველ კლუბს მის შესაძენად 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ნეგრედო "სევილიაში" 2009 წელს "რეალიდან" 14 მილიონ ევროდ გადავიდა და მას მერე კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე გახდა.

მან ორ სეზონში 37 გოლი გაიტანა "სევილიას" მაისურით. "კლუბის პრეზიდენტ ხოსე მარია დელ ნიდოს ვუთხარი, რომ "სევილიადან" წასვლა არ მსურს, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ", - განუცხადა ნეგრედომ "ბალონ
პარადოს". ნეგრედოს კონტრაქტის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც "რეალმა" ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება არ გამოიყენა და ნეგრედო არ გამოისყიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული