პუიოლი: ფეხბურთიდან წასვლაზე ვფიქრობდი

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა კარლეს პუიოლმა აღიარა, რომ კარიერის დასრულებაზე უფიქრია.

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ფეხბურთელი მოედანზე არ გამოსულა, რამაც ესპანელი საკუთარ შესაძლებლობებში დააეჭვა.

"ეს რვა თვე ჩემთვის აუტანელი იყო. რთული პერიოდი მედგა და ბევრ გადაწყვეტილებაზე მიფიქრია. ფეხი ძველებურად მწყობრში არ იყო, აი რის გამო ვერ ვთამაშობდი. ფეხბურთიდან წასვლაზეც დავფიქრდი", - განაცხადა პუიოლმა.

მომზადებულია Antena3-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული