"მოურინიოზე მხოლოდ კარგი მეთქმის. მას ჩემი "მოკვლა" შეეძლო. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის ჩემთან იყო და ყველაფერში მეხმარებოდა. ჩემ შესახებ მასმედიაშიც ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მწვრთნელის ნდობა ვარჯიშების და მატჩების დროს მოიპოვება.
ვფიქრობ, მოურინიოს ნდობას მუდმივად მოვიპოვებ. აქამდე ეს ძალიან რთული იყო, რადგან ზოგიერთი ვარჯიში ჩემთვის კატასტროფა იყო. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა იყო", - თქვა კაკამ.
მომზადენულია AS-ის მიხედვით