ვილია: იმედია ჩეხეთი მეორე ადგილს დაიკავებს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფორვარდმა დავიდ ვილიამ I ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად შოტლანდიელებისა და ჩეხების შანსებზე ისაუბრა.

"ჩეხეთის წინააღმდეგ მძიმე თამაში გველოდება. ჩეხებს მარტში გრენადაში შევხდით და 0:1-ს ვაგებდით, რამაც რთულ სიტუაციაში ჩაგვაყენა.

ვიცით, რომ ჩეხეთისთვის ეს მატჩი ევროპის ფინალის ტოლფასი იქნება. ისინი ძალიან მოტივირებულები გამოვლენ მოედანზე. იმედი მაქვს ამ შეხვედრას მოვიგებთ და ჩეხები ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებენ.", - განაცხადა ვილიამ.

ამ ეტაპზე ჩეხეთის ნაკრები შოტლანდიას ორი ქულით უსწრებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული