ზიდანი: ვფიქრობ, მოურინიო "რეალში" მრავალი წელი დარჩება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" სპორტულმა დირექტორმა ზინედინ ზიდანმა უარყო გავრცელებული ხმები, რომ გუნდის თავკაცი ჟოზე მოურინიო ფრანგულ პსჟ-ს ჩაუდგება სათავეში.

ზიდანი ვარაუდობს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი "სამეფო კლუბში" კიდევ ერთი წელი დარჩება.

"ასეთი ხმები ვრცელდება დავიდ ბექჰემზეც. მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია. ვფიქრობ, მოურინიო "რეალში" კიდევ არაერთი წელი იმუშავებს. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს", - თქვა ზიდანმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული