სარაგოსა მილანთან ვალშია

AutoSharing Option
"სარაგოსამ" "მილანთან" ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. 2007 წელს ესპანელებმა იტალიელთა ბრაზილიელი ფორვარდი რიკარდო ოლივეირა ჯერ ინათხოვრა, შემდეგ კი 10 მილიონ ევროდ იყიდა. "მილანმა", რომელსაც ამ თანხიდან ჯერ ცენტიც არ მიუღია, "სარაგოსას" შეღავათი გაუწია და უფლება მისცა, ვალი მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაუსტუმროს. ამით ესპანური კლუბი ფინანსურ კოლაფსს გადაურჩება.

ცნობისათვის, პრიმერა დივიზიონის კლუბების ჯამური ვალი 3,5 მილიარდ ევროს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული