"სამეფო კლუბში" გიოტცეს მსოფლიოს ერთერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად თვლიან. 19 წლის გიოტცე გერმანიის ნაკრებშიც თამაშობს და მიმდინარე წელს დამაჯერებლადაც ირჯება.
"რეალის" წარმომადგენლები "ბორუსიას" ფეხბურთელის შეძენას პირველივე შესაძლებლობისთანავე გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელის მომსახურებით მიუნხენის "ბაიერნიცაა" დაინტერესებული. თუმცა დორტმუნდელთა ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ გერმანიაში გიოტცეს არავის დაუთმობენ და იქ მისი ერთადერთი გუნდი "ბორუსია" იქნება.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით