პორტუგალიელმა სპეციალისტმა ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ აღნიშნულ კლუბში არსებობენ მშობლები, რომლებიც ვარჯიშების საფასურს ვერ იხდიან. ამის შესახებ მოურინიოს მისმა შვილმა ჟოზე მარიომ უთხრა, რომელიც გუნდის გოლკიპერია.
მოურინიოს ფინანსური დახმარების წყალობით კლუბში სიარულის გაგრძელებას 10 ახალგაზრდა ფეხბურთელი შეძლებს.
მომზადებულია AS-ის მიხედვით