ბოლო ხანს ფეხბურთელი ბარძაყის კუნთისა და ჯვარედინი მყესების ტკივილს უჩიოდა, თუმცა თამაშს მაინც აგრძელებდა.
"როდესაც ფეხბურთელი ტკივილებით თამაშობს, ტრავმის დიდი რისკია. ეს მოთამაშის გადაადგილებასა და თამაშზე მოქმედებს. რონალდო თავს არც თუ კარგად გრძნობს, თუმცა გაჩერებას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, დანიასთან მატჩამდე მაინც. მაგრამ ამ თამაშის შემდეგ მან აუცილებლად უნდა დაისვენოს", - განაცხადეს პორტუგალიის ნაკრებისა და "რეალის" ექიმებმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით