ექიმების დიაგნოზი: რონალდომ უნდა დაისვენოს!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ექიმები თანხმდებიან, რომ ნახევარმცველ კრიშტიანუ რონალდოს დასვენება სჭირდება.

ბოლო ხანს ფეხბურთელი ბარძაყის კუნთისა და ჯვარედინი მყესების ტკივილს უჩიოდა, თუმცა თამაშს მაინც აგრძელებდა.

"როდესაც ფეხბურთელი ტკივილებით თამაშობს, ტრავმის დიდი რისკია. ეს მოთამაშის გადაადგილებასა და თამაშზე მოქმედებს. რონალდო თავს არც თუ კარგად გრძნობს, თუმცა გაჩერებას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, დანიასთან მატჩამდე მაინც. მაგრამ ამ თამაშის შემდეგ მან აუცილებლად უნდა დაისვენოს", - განაცხადეს პორტუგალიის ნაკრებისა და "რეალის" ექიმებმა.

მომზადებუ
ლია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული