კაიზერ ფრანცის თქმით, ეს "ბლაუგრანას" შემადგენლობაში თავდამსხმელ ლიონელ მესის ყოფნითაა გამოწვეული.
"დღეს ბარსელონა ყველაფრის ეტალონია. ეს გუნდი ესპანეთის ნაკრებსაც კი ჯობია. საქმე იმაშია, რომ კატალონიელთა შემადგენლობაში მესი თამაშობს. არგენტინელი სრულყოფილ თამაშს აჩვენებს მოედანზე გადაადგილებით, მობილურობითა და ფილიგრანული ტექნიკით", - განაცხადა ბეკენბაუერმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით