ლაპორტა თანხის მითვისებაშია ეჭვმიტანილი

AutoSharing Option
ესპანეთში გრძელდება კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას საქმის განხილვა, რომელმაც "ბუნედკორის" უზბეკი მფლობელისგან, მიროდილა ჯალალოვისგან, 10 მილიონი ევრო ჯილდოს სახით მიიღო.

თავად უზბეკმა განაცხადა, რომ ლაპორტას ფული იმის გამო მისცა, რომ სამი წლის განმავლობაში ესპანელი მის კლუბს  კონსულტაციას უწევდა.

ამას გარდა ლაპორტა ეჭვმიტანილია თანხის მითვისებაში, რომელიც "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის - ლიონელ მესის, კარლეს პუიოლის და სამუელ ეტო'ოსთვის იყო განკუთვნილი. ხსენებული ფეხბურთელები 2008 წელს უზბეკეთს ესტუმრნენ, სადაც მათ ვიზიტში 300 ათას ევროს გადახდას დაპირდნენ.

მომზადებულია elpais.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული