მოურინიომ "ბარსელონას" მწვრთნელთან კონფლიქტზე ისაუბრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ "ბარსელონას" დამრიგებლის ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწე, ტიტო ვილანოვასთან ინციდენტი გაიხსენა. მაშინ მოურინიომ ვილანოვას თვალში თითი ჰკრა და ყურზე მოქაჩა. პორტუგალიელის თქმით, ეს მისი "ბუნებრივი რეაქცია" იყო.

"რეალის" მწვრთნელის თქმით, ფეხბურთი ემოციური სპორტია და თავის კონტროლი ზოგჯერ ჭირს. თუმცა ვილანოვას შემთხვევაში პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

"შესაძლოა, მართალი არ ვიყავი, მაგრამ მაშინ ბუნებრივად ვმოქმედებდი", - დასძინა მადრიდული კლუბის თავკაცმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული