სკილაჩი ვენგერს მიჰყავს

AutoSharing Option

ლონდონის "არსენალი" კიდევ ერთი ფრანგით ძლიერდება - სულ მალე ალბიონურ კლუბში საფრანგეთის ნაკრებისა და "სევილიის" ცენტრალური მცველი სებასტიენ სკილაჩი ჩაირიცხება. 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ არსენ ვენგერი და კომპანია თანახმაა ანდალუსიელებს 8 მილიონი ევრო გადაუხადოს. სკილაჩის ესპანეთიდან აბარგების ეჭვები კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მას მონაწილეობა არ მიუღია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩში ბრაგას "სპორტინგის" წინააღმდეგ, რომელიც "სევილიამ" 0:1 დათმო.
"ტოტო" სკილაჩი 2008 წლამდე სამშობლოში თამაშობდა "ტულონში", "მონაკოში" და "ლიონში". ორი წლის წინათ კი ის დაახლოებით 6,5 მილიონ ევროდ "სევილიაში"

გადაბარგდა. მას კიდევ ერთი სეზონი დარჩა კონტრაქტით ანდალუსიურ კლუბში, თუმცა გუშინ "სევილიას" ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა, რომ "არსენალმა" სკილაჩის ტრანსფერზე შეთავაზება გააკეთა. სკილაჩის საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული