ერკულესში აფრიკელი ჰერკულესი მივიდა

AutoSharing Option

პარაგვაელი ნელსონ ვალდესის დაბევების შემდეგ კიდევ ერთი საინტერესო შენაძენი გააკეთა პრიმერა დივიზიონში დაბრუნებულმა ალიკანტეს "ერკულესმა". კლუბმა 3-წლიანი ხელშეკრულება გაუფრომა ლიეჟის "სტანდარდის" 26 წლის მცველ მოჰამედ სარს. სენეგალის ნაკრების წევრი ესპანელებს უფასოდ ერგოთ, რადგან მას ხელშეკრულება დაუსრულდა ბელგიურ კლუბთან. მომო სარი ფეხბურთის გულშემატკივრებს "მილანიდან" უნდა ახსოვდეთ, ის 2001 წელს "ტრევიზოდან" გადავიდა იტალიურ გრანდში, მაგრამ 17 წლის ასაკში იქ დამკვიდრება გაუჭირდა, 188 სმ. სიმაღლის სენეგალელი სხვადასხვა კლუბში ("გალათასარაი", "ანკონა", "ატალანტა", "ვიტორია"). 2005 წელს იგი "სტანდარდში" გადავიდა, სადაც მალე გახდა კლუბის წამყვანი ფიგურა.

ეროვნულ ნაკრებში მომო სარს მხოლოდ 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

მოჰამედ სარი მე-7 ფეხბურთელია, რომელიც ამ ზაფხულს "ბლანკიასულის" (თეთრ-ცისფერები) რიგებში ჩაირიცხა. გუშინ აფრიკელის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა "პანორამის ერკულესზე". სარი ლა ლიგის ფორვარდებს გასაქანს არ მისცემს, რადგან ყველასთვის ცნობილია მისი ფიზიკური მონაცემები და თამაშის ხისტი სტილი, ამასთან აფრიკელი პოზიციის შერჩევის კარგი უნარით გამოირჩევა. ამ ზაფხულს "ერკულესში" ჩაირიცხნენ: დავიდ კორტესი, კრისტიან პულჰაკი, ოლივიე ტომერი, აბელ აგილარი, მათიას ფრიტცლერი, ნელსონ ვალდესი და მოჰამედ სარი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული