"რეალი" 17 წლის პერუელით დაინტერესდა

AutoSharing Option
"უნივერსიტარიო დეპორტეს" 17 წლის ფორვარდი ენდი პოლო შესაძლოა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

თავდამსხმელით პირადად ჟოზე მოურინიო დაინტერესდა. როგორც გაირკვა, "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები ფეხბურთელს უმაღლეს დივიზიონში დებიუტის შემდეგ აკვირდებიან, რომელიც პერუს ჩემპიონატში 2011 წლის აპრილში შედგა.

ზაფხულში "უნივერსიტარიო დეპორტე" ახალგაზრდა ფორვარდს 900 ათას ევროდ აფასებდა. მიმდინარე სეზონში ენდი პოლომ გუნდის შემადგენლობაში 15 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრების (U17) 4 მატჩში თავი სამჯერ გამოიჩინა.

მომზადებულია Calcio sudamericano-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული