ესპანეთის თასის 1/16 ფინალის წყვილები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/16 ფინალების კენჭისყრა გაიმართა. მადრიდის "რეალის" მეტოქე ესპანეთის მეორე დივიზიონის "პონფერადინა" გახდა.

პირველ მატჩს "სამეფო კლუბი" 13 დეკემბერს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 21 დეკემბერს გაიმართება.

კატალონიის "ბარსელონას" მოწინააღმდეგე კი ესპანეთის მესამე დივიზიონის წარმომადგენელი "ჰოსპიტალეტი" არის. პირველი მატჩი 8 დეკემბერს, ხოლო საპასუხო 21 დეკებმერს გაიმართება.

დანარჩენი გუნდები ასე გადანაწილდნენ:
"ვალენსია"-"კადისი"
"სევილია"-"სან-როკე"
"ვილიარეალი"-"მირანდესი"
"ატლეტიკო"-"ალბასეტე"
"სოსიედადი"-"გრანადა"
"ხეტაფე"-"მალაგა"
"რასინგი"-"რაიო ვალეკანო"
"მალიორკა"-"სპორტინგი"

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ესპანეთის თასის ფინალში "რეალმა" "ბარსელონას" სძლია, ხოლო ერთადერთი გოლი ოვერტაიმში იქნა გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული