"ბარსას" ალბა მოუნდა

AutoSharing Option
"ვალენსიას" უპირველესი პრობლემა თავგამოჩენილი ფეხბურთელების შენარჩუნებაა. ბოლო დროს გუნდმა ისეთი ვარსკვლავები დაკარგა, როგორებიც დავიდ სილვა, დავიდ ვილია და ხუან მატაა. სამშაბათს ესპანეთის ნაკრებში 22 წლის ხორდი ალბას ჰქონდა დებიუტი. მარცხენა მცველს ურიგოდ არ უთამაშია და დაამტკიცა, რომ სანაკრებო კაცია. და აი, უკვე გამოჩნდა ცნობა, რომ ალბას გადაბირება "ბარსელონას" სურს.

ამბობენ, პეპ გვარდიოლას მოსწონს ეს მარცხენაფლანგელი და, რადგან გუნდს ამ პოზიციაზე მცირე პრობლემა აქვს, შესაძლოა ალბა იყოს ამ პრობლემის წამალი. დიდი შანსია, ერიკ აბიდალმა სეზონის შემდეგ "ბარსა" დატოვოს და "პარი სენ
ჟერმენში" გადაბარგდეს, ფრანგს კი შემცვლელი სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული