"რეალმა" მეტოქე 4:1 გაანადგურა, არგენტინელმა ფეხბურთელმა კი სტუმრების კარი სამჯერ აიღო.
"ბეტისთან" მატჩი ჩვენთვის საკმაოდ რთული იყო. ბედნიერი ვარ, რომ სამი გოლის გატანა შევძელი და გუნდის გამარჯვება განვაპირობე. ჩემს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების შემდეგ სწორედ ასეთი თამაშის იმედი მქონდა. ახლა ამით ვტკბები.
რაც შეეხება მოედანზე ძირითად შემადგენლობაში გამოსვლას და ბენზემასთან კონკურენციას, ეს ჩვენი მწვრთნელის კომპეტენციის საკითხია", - განაცხადა იგუაინმა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით