გვარდიოლა: არ ვიცი რას ნიშნავს "ფიფას ვირუსი"

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა იმას, რომ სანტანდერის "რასინგთან" მატჩში გამარჯვება კატალონიელებმა ეროვნულ ჩემპიონატში შესვენების შემდეგ მოიპოვეს.კატალონიელებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს.

"არ ვიცი რას ნიშნავს "ფიფას ვირუსი". როდესაც ვაგებთ ან ფრეს ვთამაშობთ, ამას სწორედ "ფიფას ვირუსით" ხსნიან. მაგრამ თუ წავაგებთ ან ფრეს ვითამაშებთ და ამ დროს ეროვნული ნაკრების მატჩები არ იქნება, სხვა თეორიების მოძებნა მოუწევთ.

რაც შეეხება ჯერარდ პიკეს ტრავმას, ეს ესპანეთის ნაკრებს არანაირად არ უკავშირდება. მას ტრავმა ადრეც ჰქონდა, რომლის გამოც ნაკრებში ვერ თამაშობდა. ასეც ხდება",
- განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული