სანამ გუნდები თანაბარი შემადგენლობებით თამაშობდნენ ხოსე ბარკეროს დარტყმით (რომელსაც რიკოშეტი წაეხმარა) "ლევანტე" დაწინაურდა. შემდეგ კაბალიერო საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშის გამო გააძევეს.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" მატჩის ბედი მეორე ტაიმის პირველივე წამებზე გადაწყდა, როცა "რეალის" პირველივე შეტევამ წელში გაწყვიტა "ბეტისი", მორიგი ჰეთ თრიკი ჩაიწერა გონსალო იგუაინმა, ორი საგოლე პასი გააკეთა კრიშტიანო რონალდომ სანამ შეცვლიდნენ (ერთ-ერთი მის მადრიდულ კარიერაში მე-100 საგოლე პასი იყო) და სერიოზული ტრავმა მიიღო პრიმერას ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვადილიომ. ასეთი იყო მატჩი, რომელიც მასპინძლებმა 4:1 მოიგეს.
ვთქვათ, რომ არგენტინელი ფორვარდი კარგ ფორმაშია, არაფერია - "ელ პიპიტა" უბრალოდ ფანტასტიკურია - წინა ტურში მან ბარსელონაში "ესპანიოლის" კარში შეასრულა ჰეთ თრიკი, შემდეგ ნაკრებში, მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში ჩილეს გაუტანა სამი გოლი და ახლა სევილიელები გაამწარა. აი, რა თქვა მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ იგუაინის თამაშზე: "ასე კარგად მოთამაშე გონსალო მე არ მახსოვს.
ქარიმი სათადარიგო სკამზე იჯდა და, რომ დაგვჭირვებოდა, აუცილებლად შევიყვანდი, მაგრამ მოვლენები ისე წარიმართა, მისი ჯანმრთელობით გარისკვა აღარ დაგვჭირვებია. ბენზემა და იგუაინი, ორი სხვადასხვა ყაიდის ფორვარდია, მაგრამ მათ ერთი აერთიანებს - გოლები".
პირველ ტაიმში "ბეტისი" თანაბრად ეთამაშა მეტოქეს, რომელსაც მაინცდამაინც ბევრი საგოლე შანსი არ შეუქმნია, მაგრამ დაიწყო მეორე ტაიმი თუ არა, მარსელომ გრძელი პასით ფლანგზე კრიშტიანო რონალდო მოძებნა, რომელმაც ჩაუქროლა ვიზავის და უკეთეს პოზიციაში მყოფ იგუაინს გაატანინა. 59-ე წუთზე ისევ რონალდომ იყოჩაღა, მცველების ყურადღება მიიქცია, თავად კი კაკა მოძებნა - 2:0.
"ბეტისმა" ერთი კი გაიბრძოლა, რუბენ კასტრომ და ხორხე მოლინამ ლამის ლელო შეიტანეს კასილიასის კარში, მაგრამ "რეალის" პასუხი მყისიერი იყო, გონსალო იგუაინმა კონტრშეტევაზე იყოჩაღა. მან ეს ერთხელაც გააკეთა, როცა მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი - 4:1. ორივე შემთხვევაში საგოლე პასის ავტორი შეცვლაზე შესული ანხელ დი მარია იყო. "ბეტისმა" ზედიზედ 4 მოგებით დაიწყო ჩემპიონატი და ახლა ზედიზედ სამი მატჩია აგებს.
მე-20 წუთზე სერხიო რამოსთან ორთაბრძოლაში მუხლი დაიშავა 17 წლის ვადილიომ, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, სავარაუდოდ, ტრავმა მძიმე უნდა იყოს.
"ბარსელონას" ექტორ კუპერის "რასინგის" 3:0 დამარცხება ძვირი დაუჯდა - შეხვედრის დასაწყისშივე კუნთი დაეჭიმა ჟერარდ პიკეს და მის ნაცვლად მოედანზე ერიკ აბიდალი გავიდა.
პიკეს, პირველი დასკვნით ნახევარი თვით ვერ ვიხილავთ მინდორზე. "ბარსამ" კი იოლად მოუმთავრა მეტოქეს საქმე - მე-11 წუთზე ლეო მესიმ და ანდრეს ინიესტამ სტუმართა მცველების ჯგუფი მოატყუეს, მესიმ მეკარეც თანაგუნდელთა გზას გაუყენა და ცარიელ კარში გაიტანა.
მალე ჩავიმ თავით (!) გაიტანა, მას მერე რაც პედროს ჩაწოდებულს შეწვდა. შემდეგ როგორ ვერ გაიტანა ნახევარი მეტრიდან ერთი კარლოს პუიოლმა თუ უწყის. მესამე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ისევ მესი, რომელმაც 195-ე და 196-ე გოლები გაიტანა "ბარსას" მაისურით და ლასლო კუბალა უკან ჩამოიტოვა.
"მალიორკა"-"ვალენსიას" მატჩის გმირიც და ანტიგმირიც სტუმართა ფრანგი მცველი ადილ რამი იყო - მან დიდებული გოლი გაიტანა და "ვალენსია" დააწინაურა, მაგრამ მატჩის ბოლოს მსაჯს თავს უმიზეზოდ დაესხა. 38-ე წუთზე ფრანგმა დანი პარეხოს ჩამოწოდებული კუთხური აქცია გოლად. ხოაკინ კაპაროსის ახალმა გუნდმა სულ ბოლო წამებზე გაათანაბრა, საჯარიმოში ხელით ითამაშა მეჰმეთ თოპალმა, პენალტი კი ტომერ ჰემედმა უნაკლოდ შეასრულა - 1:1.
ქულები დაკარგეს "ატლეტიკომ" და "ვილიარეალმა", ორივე გუნდმა სტუმრად 0:0 ითამაშა. მადრიდელები "გრანადას" დაუზავდნენ. კარგად ითამაშა მასპინძელთა მეკარე რობერტომ, რომელმაც რეიესსა და ადრიან ლოპესს აუღო, აი, კოლუმბიელ ფალკაოს კი აშკარად ეტყობოდა "ფიფას ვირუსის" ნიშნები. "წყალქვეშა ნავი" კი მადრიდში "ხეტაფეს" დაუზავდა. ეს იყო ძალიან მოსაწყენი მატჩი, რომლის საუკეთესო ეპიზოდი რეფერი ვიტიერეს ტეიშეირას საქციელი იყო, როცა თამაშს არაფერი დაამატა. ძალიან სუსტად ითამაშა "ხეტაფეს" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა დანი გუისამ.
კოტდივუარელმა ნახევარმცველმა კოფი ნდრი რომარიკმა, რომელიც "ესპანიოლში" იჯარით თამაშობს ("სევილიას" ეკუთვნის), მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა ბარსელონურ კლუბს მადრიდში. "რაიო ვალეკანოს" კარში ერთადერთი გოლი აფრიკელმა მეორე ტაიმის დასაწყისში დაბალი ბურთი დაურტყა დანი ხიმენესს და შორეულ კუთხეში გაუტანა - 1:0. ეს თამაშიც ვერ გამოდგა თვალსასეირო, თუმცა "ესპანიოლის" უპირატესობა შესამჩნევი იყო.
პორტუგალიელი ელდერ პოშტიგას დუბლის წყალობით "სარაგოსამ" 2:0 მოუგო "რეალ სოსიედადს".
ესპანეთი. ლა ლიგა. VII ტური
მალიორკა-ვალენსია 1:1
მალიორკა (4-4-2): ავატე - ზუივერლოონი (46. სენდროსი), ჩიკო, რამისი, ბიგასი - პერეირა, მარტი, პინა (68. ტეხერა), გ. კასტრო - ჰემედი, ვიქტორი (76. ალფარო).
ვალენსია (4-4-1-1): გუაიტა - ბრუნო, რამი, რუისი, ალბა - პ. ერნანდესი, ალბელდა, პარეხო (78. მ. თოპალი), პიატი (62. ფეგული) - კანალესი - სოლდადო (83. ადურისი).
გოლები: 0:1 რამი (38), 1:1 ჰემედი (93-პენ)
გაფრთხილება: ჩიკო, ბიგასი, მარტი - ბრუნო, ალბელდა, თოპალი, ფეგული
გაძევება: რამი (მატჩის შემდეგ)
კუთხური: 10-6; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 11-10 (1-3); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 15 000
ხეტაფე-ვილიარეალი 0:0
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - ვალერა, კატა დიასი, ლოპო, მ. ტორესი - რ. პერესი, კასკერო (71. მიჩელი) - პ. რიოსი, სარაბია, დ. კასტრო (87. მიკუ) - გუისა (55. კოლუნგა).
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - საპატა, გონსალო, მარჩენა, კატალა - სენა (46. ვაკასო), ბრუნო - ბ. ვალერო, დე გუზმანი (86. ხოსელუ), კანი (79. ე. პერესი) - როსი.
გაფრთხილება: სარაბია, ვალერა, პერესი, მიჩელი - გონსალო, ვალერო, კატალა, როსი, მარჩენა
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 8-14 (3-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 12 500
რეალი-ბეტისი 4:1
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - დიარა, ჩაბი ალონსო - იოზილი (73. კოენტრაო), კაკა (59. დი მარია), რონალდო (77. ალთინთოპი) - იგუაინი.
ბეტისი (4-3-3): კასტო - ჩიკა, ამაია, დორადო, ნაჩო - ბენატი (77. მომო), ირინეი, სევილია (61. სანტა კრუსი) - რ. კასტრო, მოლინა, ვადილიო (21. სერხიო).
გოლები: 1:0 იგუაინი (46), 2:0 კაკა (59), 2:1 მოლინა (69), 3:1 იგუაინი (70), 4:1 იგუაინი (73)
გაფრთხილება: პეპე - სევილია, ბენატი, მომო
კუთხური: 2-0; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 9-0; კარში დარტყმა: 22-10 (10-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 76 000
ბარსელონა-რასინგი 3:0
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე (8. აბიდალი), პუიოლი, მაქსველი - ტ. ალკანტარა, ჩავი, ინიესტა (71. კეიტა) - პედრო (73. ადრიანო), მესი, ვილია.
რასინგი (4-4-2): ტონიო - ფრანსისი, ალვარო, ბერნარდო, კრისტიანი - სამპერიო, ციოლისი (54. ბედია), დიოპი (82. ტორეხონი), ადრიანი - მუნიტისი, კონე (65. არანა).
გოლები: 1:0 მესი (11), 2:0 ჩავი (27), 3:0 მესი (67)
გაფრთხილება: დიოპი, ბედია
კუთხური: 6-0; ჯარიმა: 5-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 19-3 (6-2); ბურთის ფლობა: 76%-24%.
მაყურებელი: 80 000
გრანადა-ატლეტიკო 0:0
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკერა - ფ. რიკო, აბელი (68. მ. რიკო) - უჩე (90. ხარა), მარტინში, ბენიტესი (69. მოლიო) - ხეიხო.
ატლეტიკო (4-3-3): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - ტიაგო (56. ასუნსაო), მ. სუარესი (56. ა. ლოპესი), გაბი - დიეგო, ფალკაო (74. პიცი), რეიესი.
გაფრთხილება: ფ. რიკო, მარტინში, ნიომი - გაბი, ტიაგო, ხუანფრანი, მირანდა, ასუნსაო
კუთხური: 10-8; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18-20 (3-8); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 21 000
რაიო ვალეკანო-ესპანიოლი 0:1
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): დანი - ტიტო, არიბასი, ხორდი, კასადო - მოვილია (61. პაჩეკო), ფუეგო - პიტი (69. დელიბაშიჩი), მიჩუ, ბოტელიო (56. ლ. ბანგურა) - ტამუდო.
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, ამატი, მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი, მარკესი (73. ბაენა) - ს. გარსია, რომარიკი (88. პანდიანი), ვერდიუ - ა. ვასკესი (54. რუი ფონტე).
გოლი: 0:1 რომარიკი (55)
გაფრთხილება: არიბასი, ფუეგო, ტამუდო - ამატი, მარკესი, რომარიკი
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 6-10 (1-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 10 500
სარაგოსა-რეალ სოსიედადი 2:0
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ხუარესი, მატეოსი (65. რუბენ მიკაელი), დ. სილვა, პარედესი - მეირა (72. სუკულინი), პონსიო - ბარერა (65. ხუან კარლოსი), ლ. გარსია, ლაფიტა - პოშტიგა.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა (46. დემიდოვი), არანბურუ (63. მარიგა)- ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა, სარპონგი (68. გრიზმანი) - აგირეჩე.
გოლები: 1:0 პოშტიგა (10), 2:0 პოშტიგა (48)
გაფრთხილება: პონსიო, ლაფიტა, ლ. გარსია - ი. მარტინესი, კ. მარტინესი, არანბურუ
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 8-13 (4-2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 21 000
ლევანტე-მალაგა 3:0
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - იბორა (79. პალიარდო), ფარინოსი - ვალდო, ბარკერო (69. რ. სუარესი), ხუანლუ (65. ელ ჟარი) - კონე.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, მატეისენი, მონრეალი - ტულალანი, მარესკა (28. რუბენი) - კასორლა (46. ს. ფერნანდესი), ხოაკინი, ისკო - ვან ნისტელროი (46. რონდონი).
გოლები: 1:0 ბარკერო (14), 2:0 ხუანლუ (31), 3:0 კონე (41)
გაფრთხილება: ხუანლუ, ნანო, ბარკერო
გაძევება: კაბალიერო (27)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 14-7 (4-3); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 18 000
სევილია-სპორტინგი 2:1
სევილია (4-2-3-1): ვარასი - კასერესი, სპაჰიჩი, ესკუდე, ფ. ნავარო - მედელი (81. ფასიო), ტროხოვსკი - ხესუს ნავასი, დელ მორალი (74. არმენტეროსი), პეროტი (28. რაკიტიჩი) - კანუტე.
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ლორა, ბოტია, ი. ერნანდესი, კანელია - რივერა (84. ეგურენი), ნ. კასესი (61. ბილიჩი) - ტრეხო (80. მორანი), ა. კაშტრო, დე ლას კუევასი - ბარალი.
გოლები: 1:0 დელ მორალი (15), 2:0 კასერესი (57), 2:1 ბარალი (64)
გაფრთხილება: ნავასი, სპაჰიჩი, რაკიტიჩი, ნავარო - ბოტია, კანელია
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 16-14 (6-7); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 36 000
ბილბაო-ოსასუნა დღეს
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 7 5 2 0 26-4 17
2. ლევანტე 7 5 2 0 11-3 17
3. რეალი 7 5 1 1 24-6 16
4. სევილია 7 4 3 0 8-4 15
5. ვალენსია 7 4 2 1 10-7 14
6. მალაგა 7 4 1 2 10-7 13
7. ბეტისი 7 4 0 3 10-11 12
8. ატლეტიკო 7 2 3 2 8-6 9
9. სარაგოსა 7 2 3 2 9-13 9
10. ესპანიოლი 7 3 0 4 6-11 9
11. მალიორკა 7 2 2 3 6-8 8
12. სოსიედადი 7 2 1 4 7-10 7
13. ვილიარეალი 7 1 4 2 7-11 7
14. ოსასუნა 6 1 4 1 5-12 7
15. ვალეკანო 7 1 3 3 6-11 6
16. ბილბაო 6 1 2 3 7-9 5
17. ხეტაფე 7 1 2 4 6-10 5
18. გრანადა 7 1 2 4 2-8 5
19. რასინგი 7 0 4 3 4-12 4
20. სპორტინგი 7 0 1 6 3-12 1
ბომბარდირები: 10 - მესი (ბარსელონა); 8 - იგუაინი (რეალი); 7 - რონალდო (რეალი); 5 - სოლდადო (ვალენსია), ფალკაო (ატლეტიკო)
მომდევნო ტური
22 ოქტომბერი: რასინგი-ესპანიოლი, სპორტინგი-გრანადა, მალაგა-რეალი, ბარსელონა-სევილია.
23 ოქტომბერი: სპორტინგი-გრანადა, ბეტისი-რაიო ვალეკანო, რეალ სოსიედადი-ხეტაფე, ატლეტიკო-მალიორკა, ოსასუნა-სარაგოსა, ვალენსია-ბილბაო, ვილიარეალი-ლევანტე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"