"ბარსელონას" ჰავბეკმა ჩავი ერნანდესმა პრიმერას მეშვიდე ტურში "რასინგთან" 3:0 გამარჯვების შემდეგ მეტოქის ბაღში კენჭები ისროლა.
"ჩვენ კარგად ვითამაშეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მაგრამ მატჩი უინტერესო გამოდგა, იმიტომ რომ "რასინგს" უბრალოდ თამაში არ უნდოდა", - განაცხადა ნახევარმცველმა.