"ბეტისის" ნახევარმცველი "მილანში" გადადის

AutoSharing Option
"ბეტისის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ფაბიო ლოპესი შესაძლოა ახლო მომავალში "მილანში" გადაბარგდეს.

როგორც გაირკვა, 18 წლის ფეხბურთელმა იტალიურ კლუბში უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. ამ ეტაპზე მხარეებმა მხოლოდ ხელშეკრულების დეტალები უნდა შეათანხმონ.

"ვფიქრობ, რომ შევთანხმდებით. თუ "მილანში" გადასვლა ვერ მოვახერხე, მაშინ სხვა იტალიურ კლუბში წავალ. ჩემით სერი A-ს რამდენიმე გუნდია დაინტერესებული", - განაცხადა ლოპესმა.

მომზადებულია Antena 1-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული