ლა ლიგა. კლუბების წარდგენა: ატლეტიკო

AutoSharing Option

ფავორიტი მადრიდის სამხრეთიდან

ატლეტიკო მადრიდი



მხარე: კასტილია
დაარსდა: 1903
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი (45 წლ)
სტადიონი: ვისენტე კალდერონი (54 851)
გასულ სეზონში: მე-9
ტიტულები: 9-გზის ჩემპიონი, თასის 9-გზის მფლობელი, სუპერთასის 3-გზის მფლობელი, ევროპის ლიგის გამარჯვებული, უეფას თასის გამარჯვებული, საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული, ინტერტოტოს თასის გამარჯვებული.
საიტი: http://www.clubatleticodemadrid.com/

მივიდნენ: კეკო (ვალიადოლიდი), დიეგო კოშტა (ვალიადოლიდი), ფრან მერიდა (არსენალი), მარიო სუარესი (მალიორკა), ფილიპე ლუიში (დეპორტივო), დიეგო გოდინი (ვილიარეალი), ტიაგო მენდეში (იუვენტუსი), ხოელი (ატლეტიკო ბ).

წავიდნენ: პაბლო იბანიესი (ვესტ ბრომვიჩი), პაჩეკო (ინდეპენდიენტე), რუბენ პერესი (დეპორტივო), მაბვატი

(ნუმანსია), სერხიო როდრიგესი (სელტა), ლეანდრო კაბრერა (რეკრეატივო), ედუარდო სალვიო (ბენფიკა), მარიანო პერნია (გაუშვეს)

გუნდი ახალდაარსებული ტურნირის, ევროპის ლიგის პირველი და მოქმედი გამარჯვებულია, გუნდში ირიცხება მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო ფორლანი და მისმა თავკაცმა კიკე ფლორესმა ჭკვიანური სატრანსფერო პოლიტიკა განახორციელა. ეს ყველაფერი საკმარისია იმის სათქმელად, რომ მადრიდის "ატლეტიკო" მზად არის ესპანეთში ტოლი არავის დაუდოს, ბუნებრივია ორ გრანდს, "ბარსელონასა" და "რეალს" არ ვგულისხმობთ, თუმცა ვინ იცის...

ფორლანი, აგუერო, რეიესი, სიმაო... ყველა რჩება "ვისენტე კალდერონზე", პლუს დაემატნენ გოდინი, ფილიპე, სუარესი, კვლავ დაიბევეს ტიაგო მენდეში. მოკლედ, "ლოს როხიბლანკოსი" ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია.

გუშინ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ არგენტინელი ედუარდო სალვიო ერთწლიანი იჯარით "ბენფიკაში" ითამაშებს, სამაგიეროდ გზაშია ფრანგი მცველი როდ ფანი, რომელიც აუცილებლად გააძლიერებს "ათლეტთა" დაცვის ხაზს. სხვათა შორის, ოთხშაბათს "ატლეტიკო" მოულოდნელად დამარცხდა ამხანაგურ მატჩში ხიხონის "სპორტინგთან" - 0:1, მანამდე გუნდმა "მალიორკასთან" 2:3 წააგო. მოკლედ, ოპტიმისტურთან ერთად კიკე ფლორესისთვის საგანგაშო ნიშნებიც გამოიკვეთა.

ატლეტიკო 2009/10: დე ხეა (19 თამაში), ასენხო (15 თ), რობერტო (3თ), ხოელი (1თ); ხურადო (38 თ, 7 გ), სიმაო (34თ, 2გ), ფორლანი (33თ, 18გ), აგუერო (31თ, 12გ), ა. ლოპესი (31თ, 2გ), რეიესი (30თ, 2გ), ასუნსაო (30თ, 1გ), პერეა (28თ), უიფალუში (27თ), დომინგესი (26თ), ვალერა (23თ), რ. გარსია (20თ), იბრაჰიმა (18თ, 3გ), ტიაგო (18თ, 2გ), ხუანიტო (17თ, 2გ), მ. როდრიგესი (14თ, 2გ), სანტანა (14თ, 1გ), სალვიო (13თ, 2გ), კამაჩო (12თ), სინამა-პონგოლე (10თ), პაბლო (7თ), კაბრერა (4თ), კოკე (4თ), ჰეიტინგა (1თ), პერნია (1თ), კეკო (1თ), პერესი (1თ), მოლინო (1თ), ბორხა (1თ).  

ატლეტიკო 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): დე ხეა - უიფალუში, დომინგესი, გოდინი, ფილიპე - რეიესი, ასუნსაო (ან ტიაგო), რ. გარსია, სიმაო - ფორლანი, აგუერო.

ფოტო: დიეგო ფორლანი კლუბის ერთგულია

ლელო

 

 

 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული