ზიდანი: "რეალი" სათამაშო დონით "ბარსას" მიუახლოვდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" სპორტულმა დირექტორმა ზინედინ ზიდანმა "სამეფო კლუბი" შეაქო.

ყოფილი ფეხბურთელის თქმით, მადრიდელები შესანიშნავად თამაშობენ.

"ერთ-ორ მატჩს თუ არ ჩავთვლით, გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთს ანახებს. მიმდინარე სეზონში "რეალი" უკეთესად გამოიყურება, ვიდრე წინა წელს. ფეხბურთელების ფიზიკური მომზადება გაუმჯობესებულია.

ესპანეთის სუპერთასის შეხვედრებში ნათლად გამოჩნდა, რომ "რეალი" სათამაშო დონით "ბარსელონასთან" უკვე ძალიან ახლოსაა. ამ სეზონში "სამეფო კლუბის" თამაშის გარკვეული ასპექტები სრულყოფილ დონეზე ავიდა", - განაცხადა ზიდანმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული