ყოფილი ფეხბურთელის თქმით, მადრიდელები შესანიშნავად თამაშობენ.
"ერთ-ორ მატჩს თუ არ ჩავთვლით, გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთს ანახებს. მიმდინარე სეზონში "რეალი" უკეთესად გამოიყურება, ვიდრე წინა წელს. ფეხბურთელების ფიზიკური მომზადება გაუმჯობესებულია.
ესპანეთის სუპერთასის შეხვედრებში ნათლად გამოჩნდა, რომ "რეალი" სათამაშო დონით "ბარსელონასთან" უკვე ძალიან ახლოსაა. ამ სეზონში "სამეფო კლუბის" თამაშის გარკვეული ასპექტები სრულყოფილ დონეზე ავიდა", - განაცხადა ზიდანმა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით