კიკე პინა საფეხბურთო კლუბ "გრანადას" რიგით 51-ე პრეზიდენტია და წარმატებულიც - ანდალუსიური კლუბი პრიმერადივიზიონში გადაიყვანა, ეს კი იტალიურ კლუბებთან, კერძოდ კი "უდინეზესთან" მჭირდო ურთიერთბით შეძლო. ბოლო წლებია, "გრანადაში" თავის გამოჩენის შანსი იმ ფეხბურთელებს ეძლევათ, რომლებიც ჯერ არ არიან მზად სერია
მოგეხსენებათ, ზაფხულში "ბარსელონამ" "უდინეზესგან" ჩილელი სუპერვარსკვლავი ალექსის სანჩესი იყიდა და თავიდან ბოლომდე ამ ტრანსფერს კიკე პინა აკონტროლებდა - "ბარსა" ფაქტობრივად მას ელაპარაკებოდა. ივლისში "ბარსამ" გამოაცხადა, რომ 22 წლის ჩილელის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო გადაიხადა, რომელიც ბონუსების სახით, შესაძლოა, 11,5 მილიონით გაიზარდოს.
მაგრამ გუშინ პინამ საჯაროდ განაცხადა ("დეპორტეს კოპეს" გაუზიარა), რომ "ბარსელონამ" ის სატრანსფერო თანხა არ გამოაცხადა, რაც სინამდვილეში გადაიხადა სამხრეთამერიკელი ფორვარდის სანაცვლოდ: "ალექსისი მათ სინამდვილეში 43 მილიონი ევრო დაუჯდათ. წარმოდგენა არა მაქვს, რაში დაჭირდა "ბარსას" რეალური თანხის დამალვა", - განაცხადა "გრანადას" პრეზიდენტმა.
წარმოგვიდგენია, რა შეიძლება მოჰყვეს ესპანეთში ამ განცხადებას.
ესპანური ზაფხულის სატრანსფერო რეკორდი მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდის, სერხიო აგუეროს "მანჩესტერ სიტიში" წასვლაა,
ინგლისელებმა 45 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაგრამ ესპანეთში გადაბარგებულ ფეხბურთელთა შორის რადამელ ფალკაო ლიდერობს, რომელიც "ატლეტიკომ" "პორტუსგან" 40 მილიონ ევროდ იყიდა. გამოდის, რომ, თუკი პინა მართალს ამბობს, ესპანეთის სატრანსფერო სეზონის რეკორდი კოლუმბიელს კი არა, ჩილელს ეკუთვნის, რომლის სანაცვლოდაც 3 მილიონით მეტი გადაუხდიათ.
ალექსის სანჩესი კარგად შეეგუა "ბარსას", სადებიუტო მატჩშივე გოლი შეაგდო, მაგრამ მალევე (მესამე შეხვედრაში) ტრავმა მიიღო ("რეალ სოსიედადის" მცველმა დანი ესტრადამ დაამტვრია) და ახლა მკურნალობს. სანჩესი თამაშს ნოემბრიდან დაიწყებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"