ფაბრეგასმა შესაძლოა "სევილიასთან" ითამაშოს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ბოლომდე მოიშუშა. შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი ოქტომბრის დასაწყისიდან არ თამაშობდა.

მოსალოდნელია, რომ "არსენალის" ყოფილი კაპიტანი ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში "სევილიასთან" შეხვედრაში გამოვიდეს.

რაც შეეხება ტრავმირებულ ალექსის სანჩესსა და ჟერარდ პიკეს, ფეხბურთელები თამაშს რამდენიმე კვირაში შეძლებენ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული