"მალაგა" ჰალკში 40 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
"მალაგა" აპირებს გუნდის შემადგენლობა "პორტუს" ფორვადით ჰალკით გააძლიეროს.

ესპანურმა კლუბმა ზაფხულში ტრანსფერებზე 60 მილიონი ევრო დახარჯა. როგორც გაირკვა, კლუბის არაბი მეპატრონეები მზად არიან 25 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა ჰალკის კონტრაქტში წერია, რომ მისი ტრანსფერის თანხა 100 მილიონს შეადგენს.

ამის მიუხედავად, შესაძლოა, ბრაზილიელმა ზამთარში გუნდი გამოიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში შვიდი ტურის შემდეგ "მალაგას" მე-6 ადგილი უკავია.

მომზადებულია Cadena Ser-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული