დელ ბოსკე: "რეალში" ჩემი დაბრუნება შეუძლებელია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალში" არასდროს  დაბრუნდება.

თავის დროზე "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დელ ბოსკე, საკმაოდ კარგი შედეგების მიუხედავად, პოსტიდან გაათავისუფლა. მას შემდეგ მას პერესთან ცივი დამოკიდებულება აქვს.

"რეალში" ჩემი დაბრუნება შეუძლებელია. მე ხალხისთვის შეუარცხყოფა არ მიმიყენებია, უბრალოდ ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რაც მაშინ მოხდა.

რაც შეეხება კლუბის სურვილს ოქროს განმასხვავებელი ნიშნით დამაჯილდოვოს, არ ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა ჩემს მიმართ სიყვარულითაა გამოწვეული. ამ თემაზე ემილიო ბუტრაგენიოსთან მისაუბრია, რადგან მას ღირსეულ ადამიანად მივიჩნევ.

გადაწყვეტილება უკვე მივიღე და უკანდასახევი გზა არ მაქვს", - განაცხადა დელ ბოსკემ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული