თავის დროზე "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დელ ბოსკე, საკმაოდ კარგი შედეგების მიუხედავად, პოსტიდან გაათავისუფლა. მას შემდეგ მას პერესთან ცივი დამოკიდებულება აქვს.
"რეალში" ჩემი დაბრუნება შეუძლებელია. მე ხალხისთვის შეუარცხყოფა არ მიმიყენებია, უბრალოდ ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რაც მაშინ მოხდა.
რაც შეეხება კლუბის სურვილს ოქროს განმასხვავებელი ნიშნით დამაჯილდოვოს, არ ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა ჩემს მიმართ სიყვარულითაა გამოწვეული. ამ თემაზე ემილიო ბუტრაგენიოსთან მისაუბრია, რადგან მას ღირსეულ ადამიანად მივიჩნევ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით